Back To Music – სექტემბერში თითქოს ყველა სადღაც ბრუნდება. ახალი თავგადასავლები იწყება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსი იზრდება და ყველა იქ ვბრუნდებით, სადაც გულსა და გონებას მივყავართ. ზაფხულის ცხელ დღეებთან გამომშვიდობება ახლის დასაწყისსა და გეგმების დასახვას თავისთავად გულისხმობს.
მშობლებსა და ბავშვებში განსაკუთრებული მოლოდინია, მუსიკალური სასწავლებლები კი აღსაზრდელებს სიხარულით ეგებებიან. ახალი ინსტრუმენტების შესარჩევად საუკეთესო ადგილი ისევ „მუსიკის სახლია“.
20 სექტემბრამდე მუსიკის სახლში მასშტაბური კამპანია გელოდებათ. Back to music – უკვე მესამე წელია, მომხმარებლებს სექტემბერში განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ვთავაზობთ.
