მუსიალამ “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

“ბაიერნის” ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაში სურს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოთამაშის დამატებით “ლივერპული” და მანჩესტერ “სიტი” ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, გერმანელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.