მურუსიძე გადაწყვეტს, რომელი მოსამართლე [ვერ]ასწავლის სამართალს უნივერსიტეტში

რომელი მოსამართლე რომელ უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექციას – ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს, თუ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს. კანონპროექტის პირველი მოსმენით უკვე მიღებულია 2025 წლის 4 მარტს.

ამ დრომდე მოქმედი კანონით, თავად მოსამართლე წყვეტდა, რომელ უნივერსიტეტში ჩაატარებდა ლექციებს. ლევან მურუსიძის იუსტიციციის საბჭოს უფლებამოსილება ამჯერად ამ მიმართულებითაც იზრდება.

„გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებასთან, აგრეთვე, მოსამართლის მიერ სხვა სარგებლის [გარდა კანონმდებლობით აკრძალული სარგებლისა] მიღებასთან დაკავშირებით“, – კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ ამ ჩანაწერის დამატებას აპირებს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი.

ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლში შედის. ეს მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას განსაზღვრავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„კანონპროექტის მიღება განპირობებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო დეტალურად რეგულირდება სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცედურა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების და ხელისუფლების განმახორციელებელი პირების მიერ,“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამ კანონპროექტის ავტორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია.

მთავარი ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, რომელიც სასამართლო კლანის ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდება საქართველოში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…