მურმან ლებანიძე: ვეჩვევი უშენობას ფიქრიას

ვეჩვევი უშენობას
ფიქრიას
ანაზდად ღრუბლიდან მოისმა ძახილი:
– “სამოცდამეცხრამეტე წელიწადს შეები,
რას იქმს, მამაჩემო, ლექსი და სახელი,
რაფრად დიან
მოწამლული შენი დღეები?!”
– “ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,
არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას…
თავი ვერ მოვიკალი! ვთამაშობ პოკერს,
ვიგონებ საქმეებს და
ვეჩვევი უშენობას…”
ვარდისფერ ღრუბლიდან კვლავ მესმა ძახილი:
– “მწვავდა მანდ, მამაჩემო, სიმღერა ცხრაპირული,
მწვავდა მანდ ათასობით ვნება და სახმილი,
აქ მარადისობაა –
წყნარი და სტაბილური!”
– “მარცხენა უჯრაშია მანდ ჩემი ქონება,
არ მითხრა, არ მკადრო, პოეტი არა ხარო!
შენ სხვისი ლექსების გჩვევია სწორება, –
გახსოვდეს,
ჩემს ლექსებს თითი არ დააკარო!”
– “კარგა ხანს იომე, კარგა ხანს იბოგინე,
კი არ გსაყვედურობ, აქედან გეფერები…
ოთხმოცდათხუთმეტი წელი იმყოფინე, –
მანდაურ ლაჟვარდებს
ნუ გამოეკერები!”
– “ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,
არ გავლოთებულთარ, ვერც ვიტყვი უსმელობას,
ვიგონებ საქმეებს, ვთამაშობ პოკერს,
ვეჩვევი სიკვდილებს და
ვეჩვევი უშენობას.
მურმან ლებანიძე

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო