პარტია “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა მურმან დუმბაძემ გადაცემა “რეაქციაში“ 2012 წლის ამბები გაიხსენა და ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გააჟღერა, რომელიც მისი თქმით, გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში უთხრა.
დუმბაძის თქმით, “ივანიშვილმა ის გააფრთხილა, რომ ცხოვრება მომდევნო 20 წელი დაეგეგმა, რადგან ამდენი ხნით ვიქნებით ხელისუფლებაშიო“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა ივანიშვილი ასლან აბაშიძეს შეადარა და აღნიშნა, რომ აბაშიძე აჭარას მართავდა რუსეთის მეშვეობით, ბიძინა კი მთლიანად ქვეყანას მართავს იმავე გზით.
2012 წლის 2 ოქტომბერს, არჩევნები მოგებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლება ჯერ დაკომპექტებული არ იყო, ბიძინა მეუბნება, მურმან, ისე გათვალე შენი ცხოვრება, რომ 20 წელი ვიქნებით ხელისუფლებაშიო, თუ რამეს ვამატებდე, მე ვიყო არაადამიანი, ამას მეუბნება 2012 წლის 2 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, მე ვეუბნები, ბატონო ბიძინა, მაშინ ჩვენ ასლანა აბაშიძესავით მოგვიწევს ხელისუფლებიდან წასვლა- მეთქი, მან კი მიპასუხა, არა არ მოვიქცევით მასავითო. როგორ იქცევა? ასლი ზუსტად, ის აკონტროლებდა რეგიონს რუსეთი მეშვეობით, ეს კი საკონტროლებს ქვეყანას, ასევე რუსეთის მეშვეობით. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ღირსი იცხოვროს დემორატიულ ქვეყანაში. ამ ქვეყნსი გადარჩენის გზა მოხლოდ და მხოლოდ დემოკრატიაზე გადის და იმაზე, რომ ხელისუფლებები მოდინა არჩევნების გზით და მოკლევადიანდ მიდიან უკან. ამის გაკეთება საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. 4 ოქტომბერს გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვა პირველ ყოვლისა, საქართველოს მოქალაქემ, – განაცხადა დუმბაძემ.