მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
როგორც პოლიტიკოსმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რიჟვაძეს სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა ამის საშუალებას “ქართული ოცნება” არ აძლევს.
თორნიკე რიჟვაძეს სურვილი აქვს, საქართველოში შემოვიდეს, სახელმწიფო საზღვარი გადმოლახოს, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ჩვენი მოცემული მთავრობა, ჯერ-ჯერობით მას არ აძლევს უფლებას, საზღვარი გადმოკვეთოს.
ყოველ შემთხვევაში, მისი სურვილი არის, რომ შემოვიდეს საქართველოში და კონტაქტი გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილთან – ასე მეჩვენება მე”- თქვა დუმბაძემ.
ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბურუნდება, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ახვლედიანმა ჟურნალისტებთან მიმდინარე კვირას განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური გეგმავს მედიის შეკითხვებს უპასუხოს და “ყველა კითხვას გასცეს პასუხი”.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული. რიჟვაძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.




