[პაატა ბურჭულაძეს] მის ასაკში რაც შეეძლო, ბოლომდე ჩადო ამ პროცესში , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მურთაზ ზოდელავას თქმით, საქართველოში რევოლუციური პროცესი დაწყებულია, ოღონდ ეს პროცესი არის რამდენიმე დღიანი.
„საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ ის, რომ საქართველოში დაიწყო რევოლუცია. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ფსიქოლოგიურად გავაცნობიეროთ, მთელს ერს ეხება ეს, ყველას, ვისაც უნდა ივანიშვილის მოშრება, ახლა დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ოღონდ ეს პროცესი არის რამდენიმე დღიანი ბრძოლა. პირადად მე მზად ვარ ყველაფრისთვის. თუ ჩვენმა ეროვნულმა გონმა, ჩვენმა ინტელექტმა, ჩვენმა ფსიქოლოგიამ ახლა გადახარშა ის, რომ დაწყებულია რევოლუციური პროცესი და ამას ახლა სჭირდება რამდენიმე დღიანი ბრძოლა, ქართველი ერი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
