მურთაზ ზოდელავა ლევან ხაბეიშვილზე: თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ

ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელში.
ზოდელავას თქმით, “კვიპროსის კლუბის” თბილისის საკონსულოდ ქცეულ ტელევიზიაში, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ვერც პარტიის ოფისში და ვერც ყრილობაზე.
“ხაბეიშვილმა ახლა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში,” – წერს ზოდელავა Facebook-ზე.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე