მურთაზ ზოდელავა – დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი

დღეს, ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისი თქმით, „მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი დაბრუნება”.
მან ყველას სთხოვა, ” გამოირჩეს მამაკაცური ძალა”, ამასთან მან განაცხადა, რომ “ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ”.
„დღეს, ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგვხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: „ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ, თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ სამშობლოსკენ თუ სკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, რომელიც სწორ პასუხს გაგვცემს, ის რომ მემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა “ლაილაი” აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, – განაცხადა ზოდელავამ სცენიდან.
ამასთან, მან მიმართა ძალოვანების მშობლებსა და ოჯახის წევრებს.
„მივმართავ ძალოვნების მშობლებს, ოჯახის წევრებს, თქვენ გრჩებათ დრო. ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად, მაგრამ გრჩებათ დრო იმის, რომ დაურეკოთ, მოაკითხოთ და წაიყვანოთ სახლებში. ხალხის რისხვას დღეს გაარიდეთ თქვენი შვილები. ისინიც ქართველები არიან, მათაც უნდა ჰქონდეთ შანსი დაბრუნდნენ ოჯახში მშვიდობიანად. 13 წელია ქართველ ხალხს ამის შანსი არ ჰქონია, მაგრამ ჩვენ მაინც გიტოვებთ ამ შანსს. აქ არავის არ ეშინია! ბიძინა, მორჩა შენ მიმართ შიში“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ

4 ოქტომბერის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით