პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს, ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.
როგორც პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, პროკურატურა მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ – გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- განაცხადეს პროკურატურაში.




