მურთაზ ზოდელავასთვის საპატიმრო გირაოს შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ნათქვამია – მოსამართლემ ს დაკვეთა სრულად შეასრულა, – ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებული პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას ადვოკატი ბექა ბასილაია.
ბასილიას თქმით, დაკვეთა იყო როგორც ს, ასევე
მურთაზ ზოდელავას დაპატიმრება, რადგან ზოდელავა პატიმრობაში იქნება, ვიდრე გირაო არ იქნება უზრუნველყოფილი.
ბასილაიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
„ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ნინო დათაშვილი იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსა. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ამ სასამართლოში პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ გვიკვირს, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.
როგორც ზოდელავას, ისე ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით