“მურთაზი ჩემი ცოლის დეიდაშვილის ქმარია – ჯალათი და ზონდერი იყოო, 12 წელი მის წინააღდეგ საქმეც კი არ აღგიძრავთ…” – მერაბ მეტრეველი –

ესე იგი, ქოცბმა თავისი ჭკუით კომპრომატი მიპოვეს და დიდი კამპანია აქვთ აგორებული ჩემს წინააღმდეგ. უკვე ორი დღეა ამ სტატეიბს და პოსტებს ასპონსორებენ “ფეისბუკზე” და “ტიკ-ტოკზე”.
მურთაზი ჩემი ცოლის დეიდაშვილის ქმარია და ვიცნობ საუკუნეა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ჩვენთვის ხელი არ შეუშლია სხვადასხვა პოლიტიკურ პოზოციებზე ვყოფილიყავით და იმ “ცხრა წლის” მანძილზეც და მერეც , ნაცები ისე მეკრიტიკებინა, როგორც საჭიროდ ვთვლიდი. ასე იქნება მომავალშიც. მაგრამ მონები ამას ვერასდროს გაიგებთ, რადგან თქვენით ვერც პირად ურთიერთობებს ირჩევთ და ვერც პოლიტიკურ პოზიციას. ან იმას რომ წერთ, ზოდელავა ჯალათი და ზონდერი იყოო, 12 წელი ხელისუფლებაში ხართ და მის წაინააღდეგ საქმეც კი არ აღგიძრავთ და ეს რანაირად ხდება? ან კიდევ ის არ მეყოფოდა, აქამდე ნაცები მე და ყველა მათ კრტიკოსს, ბიძინას მოყვანას რომ გვაბრალებენ, ახლა ქოცებმაც იგივე პროგანდა გაუშვით: ნაცებს ეხმარები ხელისუფლებაში დაბრუნებაშიო. ნაცებმაც და ქოცებმაც კარგად დაიმახსოვრეთ: ბიძინა ხელისუფლებაში მიშამ მოიყვანა, იმით, რომ თავზე გადაიჯვა და ახლაც, ნაცები თუ დაბრუნდნენ რაიმე ფორმთ, ეს ბიძინას ამ ავანტურის დამსახურება იქნება
იმის შიშით რომ ბუა არ მოვიდეს, ქვეყნის დაზიანებას არც მიშას ვუტარებდით და არც ბიძინას გავუტარებთ. ასეთი იაფფასიანი კამპანიით კი ვერავის გააჩუმებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები