მუნიციპალურ ორგანოებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შექმნილი საბჭოები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს

მუნიციპალურ ორგანოებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შექმნილი საბჭოები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით ცნობილი საბჭოების გაუქმებას ითვალისწინებდა. ასეთი საბჭო თავად პარლამენტში აღარ იარსებებს, მაგრამ რაც შეეხება მუნიციპალიტეტების, მეორე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, საბჭოები იქნება საკრებულოებში და ის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმუშავებს.
გარდა ამისა მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს განსაზღვრავს.
პარლამენტმა, 18 მარტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის “გენდერი“ ამოღება ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან