რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. საბედნიეროს არ არის მსხვერპლი.
მერია წერს, რომ ცემენტმზიდი შეეჯახა, პირველადი ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსს. მერია აცხადებს, რომ მაქსიმალურად დაეხმარება ყველა დაზარალებულს.
