მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს – დავით ვერავა

დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობდა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები დაგეგმეს.
სხდომას ს მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. მგალობლოშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან დევნილთა ჩასახლებებში არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია და კოორდინირებულად განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.
„დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ დასახლებულ პუნქტში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. სხდომაზევე მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმოვიხილეთ დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარება და დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი საკითხები.“ – განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ. მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს 24 საათიანი მუშაობისთვის და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის.
ყველა მუნიციპალიტეტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში