4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 64 მუნიციპალიტეტიდან 25-ში ოპოზიციას მერობის კანდიდატი არ ჰყავს და მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მონაწილეობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს:
· „ქართული ოცნება“
· ძლიერი საქართველო-ლელო
· „გახარია საქართველოსთვის“
· გირჩი
· „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
· „კონსერვატორები საქართველოსთვის“
· მწვანეთა პარტია
· მამული, ენა, სარწმუნოება“
· „სახალხო ხელისუფლება“
· საქართველო“
· „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
· „თავისუფალი საქართველო“.
თუმცა პარტიების უმეტესობას, მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატები ჰყავდათ. ჯამში თბილისს მერობის 9 კანდიდატი ჰყავს.
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, თითქმის ნახევარში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები მონაწილეობენ.
ოპოზიციას მერობის კანდიდატები არ ჰყავს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
· საგარეჯო
· გურჯაანი
· დედოფლისწყარო
· ყვარელი
· თიანეთი
· გარდაბანი
· დმანისი
· წალკა
· თეთრიწყარო
· ახალციხე
· ადიგენი
· ასპინძა
· ახალქალაქი
· ნინოწმინდა
· ონი
· ამბროლაური
· ცაგერი
· მესტია
· საჩხერე
· ბაღდათი
· ვანი
· ტყიბული
· აბაშა
· მარტვილი
· ფოთი
აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებისა, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში კოორდინირებულად მონაწილეობენ, მერობის კანდიდატები , ასევე არ ჰყავთ ქარელში, ხაშურსა და ლენტეხში. მათ მერობის კანდიდატი ჯამში 28 მუნიციპალიტეტში არ ჰყავთ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მათ შორისაა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები, გარდა „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებისა. პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, მიაჩნიათ, რომ ეს არჩევნები „მორიგი რუსული სპეცოპერაციაა“. ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვთ: „ნაციონალურ მოძროაბას“ ,„სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“, „ახალს“, „ფედერალისტებს“, „თავისუფლების მოედანს“, „ევროპულ საქართველოს“.
