“ჩელსის” შემტევმა მიხაილო მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება მელდონიუმი მიიღო, რის გამოც 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი “შახტარის” სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ გააკეთა და განაცხადა, რომ მიხაილო უდანაშაულოა.
“მუდრიკი იმ საქმეში, რომელმაც მისი საფეხბურთო კარიერა შეაჩერა, 100%-ით უდანაშაულოა. ძალიან ვწუხვართ მის გამო. ვიცით, რომ ის სრულიად უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ როგორც ყოფილ ფეხბურთელს, როგორც ადამიანს და როგორც მეგობარს. ფული აქ არაფერ შუაშია.
იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და მუდრიკი კარიერას გააგრძელებს”, – განაცხადა სრნამ.
უკრაინელმა “ჩელსის” შემადგენლობაში ბოლო მატჩი 2024 წლის 28 ნოემბერს ჩაატარა. ამის შემდეგ მუდრიკს დოპინგის მოხმარებაში ბრალი წაუყენეს და გამოძიების მთელი პერიოდის განმავლობაში ფეხბურთიდან დისკვალიფიკაცია მისცეს. თუ მას დანაშაული დამტკიცდება, 4 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება. გარდა ამისა საერთო ჯამში, სხვადასხვა ჯარიმებისა და კომპენსაციის სახით, უკრაინელ მოთამაშეს დაახლოებით 1 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
დარიო სრნას მეუღლეს კიევში ავტომობილი მოპარეს
“მე მას ვენდობი” – “ჩელსის” მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? – ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს – მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
მუდრიკი მძიმე დღეშია – უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
დარიო სრნა: ინდივიდუალური ოსტატობით ხორვატია რუსეთს 90%-ით სჯობს
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
დავით ხოჭოლავას თანაგუნდელს კიევში ავტომობილი მოპარეს
“ვინც არ ირბენს, შევცვლი” – “შახტარის” ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მკაცრად მიმართა
“ჩელსიმ” მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
“ნაპოლის” გულშემატკივრები “შახტართან” მატჩის შედეგის ანულირებას ითხოვენ
დარიო სრნა: “ბარსელონაში” გადასვლის წინ გულმა “შახტარი” მირჩია




