მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა – ჟორდანიას კლინიკა
ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში, უანგარო დახმარებას სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა.
“ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა” – წერს ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გავრცელებულ განცხადებაში.