კორონავირუსი-2 (SARS-CoV-2) ინფექციის გადატანის შემდეგ, პაციენტთა ნაწილი განიცდის მუდმივ სიმპტომებს 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ასეთ მდგომარეობას უკვე დიდი ხანია უწოდებენ ხანგრძლივი Covid. მიმდინარეობს აქტიურო მუშაობა რათა რაც შეიძლება მალე დადგინდეს ამ დაავადების გამომწვევი მექანიზმები და მოხდეს ბიომარკერების იდენტიფიცირება დიაგნოსტიკური, თერაპიული და მონიტორინგის მიზნებისთვის. ამ დღეებში გამოქვეყნდა კვლევა რომლის მიხედვითაც დადგინდა ხანგრძლივი Covid-ის მქონე პაციენტებში ინტერფერონ-გამას (IFN-γ) მუდმივი მაღალი დონე პერიფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედებში. ინტერფერონის არსებობა დადგინდა მაღალი მგრძნობიარე FluoroSpot ანალიზის გამოყენებით. IFN-γ გამომუშავება დაფიქსირდა ex vivo პეპტიდური სტიმულაციის არარსებობის შემთხვევაში და როგორც კვლევამ აჩვენა ის რჩება მუდმივად მაღალ მაჩვენებელზე ხანგრძლივი Covid-ის მქონე პაციენტებში, განსხვავებით იმ პაციენტებისგან, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ მწვავე SARS-CoV-2 ინფექციისგან. კვლევა ხაზს უსვამს Long Covid-ის საფუძველში არსებულ პოტენციურ მექანიზმს, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს მოიძებნოს ბიომარკერები და თერაპიული საშუალებები ხანგრძლივი კოვიდით დაავადებულ პაციენტებში და შესაბამისად ხელი შეუწყოს ამ დაავადების დიაგნოსტირებას და მკურნალობას.