“მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს” – ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ

მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანმა და მეკარე იან ობლაკმა კალიფორნიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მადრიდული კლუბი ლოს ანჯელესში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ ჩავიდა, 6 ივნისს, კი შტატში საიმიგრაციო პოლიციის რეიდების საწინააღმდეგო პროტესტი დაიწყო. არეულობები ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს – ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კალიფორნიაში ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
“მუდმივად სირენებისა და ვერტმფრენების ხმა ისმის. ხალხი ქუჩაში გამოდის, მოდუნების საშუალება არც ჩვენ მოგცემია. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში უსაფრთხოდ ვართ, მიმდინარე მოვლენებს ყურადღების მიღმა ვერ ვტოვებთ.
რომ არ მოგატყუოთ, ყველაფერს მივეჩვიეთ, რადგან ჩამოსვლიდან ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება. ერთადეთი სურვილი გვაქვს, რომ ქუჩებში პრობლემები არ იყოს და ადამიანები არ დაზარალდნენ,” – განაცხადა სლოვენიელმა.
შეგახსენებთ, ტურნირის პირველ შეხვედრას “ატლეტიკო” დღეს, 15 ივნისს, პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავს.
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი
მამარდაშვილი “ატლეტიკოში” გამოირიცხა? – მადრიდელები თანაქალაქელის მეკარის დამატებაზე მუშაობენ
დე ხეასა და ტერ შტეგენის გარეშე – ბუფონმა, თავისი აზრით, მსოფლიოს 5 საუკეთესო მოქმედი მეკარე დაასახელა
“ყველაფერი აიღო, დიდებულად ითამაშა!” – ობლაკმა მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩით აღფრთოვანება ვერ დამალა
“ობლაკი მიდის, ლუნინი გამოირიცხა და მამარდაშვილის კანდიდატურა დარჩა” – ესპანური მედია
დე ხეა “იუნაიტედს” ტოვებს? – ესპანელი მეკარე შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს
todofichajes: მამარდაშვილი “ატლეტიკოში” ობლაკის ნაცვლად – ქართველი “ვალენსიას” მორევში ერთადერთია, რომელიც გუნდის გადარჩენას ახერხებს