“მინდა მოგმართოთ, ღაზაში მყოფ მძევლებს – ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ თქვენზე და მუდმივად გვახსოვს ჩვენი მორალური ვალდებულება, დაგაბრუნოთ ყველა სახლში” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა, განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა ჩრდილოეთ საზღვარზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, “ჰეზბოლას” პოზიციებზე ვრცელი ოპერაციების სერია დაასრულა.
“მინდა მოგმართოთ, ღაზაში მყოფ მძევლებს – ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ თქვენზე და მუდმივად გვახსოვს ჩვენი მორალური ვალდებულება, დაგაბრუნოთ ყველა სახლში. ღაზას სექტორის შიგნით ჩვენ ვაგრძელებთ სამხედრო ზეწოლას “ჰამასზე.” სამხრეთ ღაზას სექტორში – ხან იუნისში, ცენტრალურ ღაზას სექტორში – ცენტრალურ ბანაკებში, ჩრდილოეთ ღაზას სექტორში – დარაჯ ტუფაჩში. ამასთან, ჩრდილოეთ საზღვარზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ დავასრულეთ ვრცელი ოპერაციების სერია თვითმფრინავების, ტანკების და არტილერიის გამოყენებით “ჰეზბოლას” სამიზნეებზე – მათს ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა ლიბანის მასშტაბით. ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ დარტყმებს “ჰეზბოლას” პოზიციებზე. ისინი აღარ გამოიყურება ისე, როგორც 6 ოქტომბრამდე იყო და აღარც იქნება,” – თქვა ჰაგარმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.