ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ FIFA-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ ეტაპზე მისი გუნდის მეტოქეებზე ისაუბრა.
“ფურია როხას” ჯგუფში საქართველოსთან ერთად თურქეთი და ბულგარეთი ითამაშებენ და რა თქმა უნდა, ჩვენ ესპანელთა თავკაცის აზრი ჩვენი ეროვნული გუნდის მიმართ გვაინტერესებს.
“საქართველოს ნაკრების მხრიდან შესაძლო წამოსულ საფრთხეებს კარგად ვიცნობთ, რადგან მათი პროგრესის შესახებ ინფორმირებული ვართ. ჩვენ მათ წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და თავად ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშეთ. ისინი მუდმივად ვითარდებიან და გუნდში რამდენიმე შესანიშნავი მოთამაშე ჰყავთ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გამორჩეული ნიჭითაა დაჯილდოვებული.
სახლში თუ სტუმრად, ამ გუნდის წინააღმდეგ მოდუნება არ შეიძლება. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ერთმა ცუდმა თამაშმა საქმე შეიძლება ძალიან გაგირთულოს”, – თქვა დე ლა ფუენტემ.
ინფორმაციისთვის, ესპანეთისა და საქართველოს პირველი შეხვედრა 11 ოქტომბერს ესპანეთში გაიმართება.
· გიგო პაპა ერთი ესენი ფეხბურთშიც ისე გაგვამწარებინა, როგორც კალათბურთში დავახიეთ ბურთი თავზე რაა. თანაც გასვლაზე!
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატი სურს – თურქეთის ნაკრებს ყოველთვის ყველაფერი არ გამოუვა!
“თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება” – ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
ესპანელთა მწვრთნელი: თუ საქართველოსთანაც გავიმარჯვეთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება
“ბაიერნის” პირველი შენაძენი ზამთარში – სარაგოსა მიუნხენს 2024 წლის ზაფხულში მიაშურებს
“ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის” – დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა
დე ლა ფუენტე რჩება – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტს გაუგრძელებენ
დე ლა ფუენტე: ეს მწარე გამარჯვება იყო – ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც თბილისში
“ვიცით, საფრანგეთი როგორ დავამარცხოთ” – დე ლა ფუენტე
