“მტკიცე დამცველი 2024″ იქნება ჩვენი ერთობის, ძალისა და ღირებულებების დემონსტრირება” – NATO-ს ევროპული სარდლობის მეთაური

“ნატო”-ს მასშტაბური წვრთნები, რომელშიც 90 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, “როიტერის” ინფორმაციით, თებერვალში დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება. წვრთნები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, წვრთნები ნატო-ს რეგიონული გეგმების შესრულების რეპეტიციაა, რაც ალიანსმა ათწლეულების განმავლობაში შეადგინა. აქ დეტალურად იქნება აღწერილი, თუ როგორ უპასუხებს ის ს შესაძლო თავდასხმას.
“ნატო”-ს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაამტკიცეს ჩვენი რეგიონული გეგმა და მწვანე შუქი მოგვცეს კოლექტიური თავდაცვის სისტემის მოდერნიზების გასაგრძელებლად. პირველად, 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგია ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის. ახლა ვართ სწორედ იმ პროცესში, რომ ჩვენი გეგმები განხორციელებადი გავხადოთ. რა თქმა უნდა, ამ გეგმებს სჭირდებათ დახვეწა და დამუშავება რეგულარული წვრთნების მეშვეობით. ამიტომაც, გამოვაცხადეთ “მტკიცე დამცველი 2024”-ის სწავლების შესახებ. რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება.
“მტკიცე დამცველი 2024” იქნება ათწლეულების განმავლობაში ნატოს ყველაზე ფართო სამხედრო სწავლება და მასში დაახლოებით 90 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, 31-ვე მოკავშირე ქვეყნიდან, ამას ჩვენს მეგობარ შვედეთთან ერთად განვახორციელებთ. ალიანსი მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აქვს უნარი გააძლიეროს ევრო-ატლანტიკური სივრცე. დამუშავებული იქნება სხვადასხვა კონფლიქტური სიმულაციური სცენარები მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. “მტკიცე დამცველი 2024″ იქნება ჩვენი ერთობის, ძალის, ღირებულებების დემონსტრირება.აგრეთვე, წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და ერთმანეთის დაცვის პრინციპის მიმართ ერთგულების მკაფიო გამოვლინება,”- განაცხადა ევროპული სარდლობის მთავარი მეთაურმა კრისტოფერ კავოლიმ.
“ნატოს” სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, “ნატო” უფრო ძლიერი და მომზადებულია, ვიდრე ოდესმე.
“ნატო”-ს სამხედრო კომიტეტმა, შვედეთთან ერთად განვიხილეთ ვილნიუსის სამიტზე შეთანხმებული გეგმები, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს. უნდა ითქვას, რომ ეროვნული თავდაცვის გეგმები “ნატოსთან” ასეთ თანხვედრაში აქამდე არასდროს ყოფილა. ალიანსი ახლა აქტიურად მუშაობს ახალი გეგმების განხორციელების შესაძლებლობებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ აქამდე მიდგა, გვსურს განვახორციელოთ ეს გეგმები მინიმალური რისკით. “ნატო” უფრო ძლიერი და მომზადებულია, ვიდრე ოდესმე. ერთად, ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის, ბევრი გავაკეთეთ, თუმცა გვსურს და გვესაჭიროება კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ შევაკავოთ და თავი დავიცვათ ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან,” – აცხადებს რობ ბაუერი.
ცნობისთვის, “მტკიცე დამცველი 2024”-ზე მასშტაბური წვრთნა 1988 წელს ჩატარდა. მასში 125,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.