მტკიცედ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას მთავრობის მიერ ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგ – Biliki.AI

ქართული ტექნოლოგიური Biliki.AI Linkedin-ის გვერდზე რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს. სტარტაპი აღნიშნავს, რომ კომპანია არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული და რომ საქართველოს წინვსლის მიღწევა სწორედ ამ ღირებულებების დაცვის შედეგად შეუძლია.
“დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი და მტკიცედ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ს კანონის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა მომავლის, სადაც ინოვაციები აყვავდება, სადაც თავისუფლება სუფევს და სადაც თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა.
როგორც დამფუძნებლები და გუნდის წევრები, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ევროპული ღირებულებების – დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და პროგრესის ღირებულებების დაცვისთვის. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც წინ წაგვიყვანს, რაც შთააგონებს საზღვრების გადალახვას და პოზიტიური ცვლილების მიღწევას,”- ნათქვამია განცხადებაში.