“მტკიცებულებებს ჩვენ მივხედავთ” – მეზვრიშვილი

ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი დასკვნები სთვის გადამწყვეტი დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის კონკრეტული მტკიცებულებებია. ოცნება ამას ან რეფორმებით გააბათილებს და თავისუფალ/სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს ან მათი წინასაარჩევნო განაჩენი გამოტანილია. ჯერჯერობით, რასაც ოცნება წარმატებით აკეთებს, ამ განაჩენის ხელშეწყობაა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებით – მათ შორის შეშინებული და უაზრო განცხადებებით. ასე გააგრძელონ მტკიცებულებებს ჩვენ მივხედავთ.
არ ვიცი ვინ რა ინტერპრეტაცია გაუკეთა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia-ზე ვენეციის კომისიის დასკვნას და ვის ეხმაურება , მაგრამ მე შემიძლოა გითხრათ ვენეციის კომისიის დასკვნაში რა წერია:
თუ ვინმე და რამე ასუსტებს ცესკოს მიმართ ნდობას, ოცნება და თავად ცესკოა, რომელიც ოცნების მსგავს გაუგებარ განცხადებებს ავრცელებს და საკუთარ თავზე ოცნების ინტერესებისთვის იმაზე მეტს იღებს, ვიდრე მისი მანდატია.
ცესკოს თუ მისი რეპუტაცია აღელვებდა და მართლა დაინტერესებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ხმა მაშინ უნდა ამოეღო, როცა პარტია იქვემდებარებდა. რატომღაც ასეთი არაფერი მახსენდება.
აქვე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები მართლაც გამოირჩევიან არაადექვატური განცხადებებით, რაც გზას უხსნის ოცნების და მისდამი დაქვემდებარებული ცესკოს მსგავს პროპაგანდას. თუმცა, ვიღაცეების არაკომპეტენტურობა ცესკოს ვერ გაათეთრებს. მისი გათეთრება მხოლოდ ფუნდამენტური რეფორმით შეიძლება.