მტკიცებულებებიდან ამორიცხეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დგებუაძეს ლოყა გაწითლებული არ ჰქონდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვიქტორ მეტრეველმა საქმეში მტკიცებულებად არ დაუშვა მზია ამაღლობელის მხარის მტკიცებულება, ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სილის გაწვნიდან 55 წამის შემდეგ პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაწითლებული არ ჰქონდა, რაც ადვოკატების თანახმად, წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ თითქოს მას ტკივილთან ერთად ლოყაც გაუწითლდა.
მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სასამართლო ამ ვიდეოზე საერთოდ არ იმსჯელებს. ამ ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.
საბოლოო ჯამში, სასამართლომ არამხოლოდ ეს მტკიცებულება ცნო დაუშვებლად, მოსამართლე მეტრეველმა დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
“სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში”, – აცხადებენ მზიას ადვოკატები.
ამავე თემაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო