“მტკივნეული იმის აღქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვაგებთ არამარტო ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ ბრძოლასაც” – ზურაბ გურული

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იმის აღქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვაგებთ არამარტო ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ ბრძოლასაც. ქართული ინტელექტი საოცრად ინფანტილური აღმოჩნდა და შესაბამისად არაპრაქტიკული. ამიტომაცაა უძლური “გლეხური” პრაქტიკული ვირეშმაკობის წინააღმდეგ. ნეტავ რომელმა ჭკუისკოლოფმა დაარქვა პირველად “აგენტების კანონს” რუსული კანონი. ქართულია ეს კანონი, ქართული. და მავნე იმიტომ არის, რომ ყველას, ორგანიზაცია იქნება თუ ინდივიდი, ვისაც წლიური შემოსავლის 20% -ზე მეტი უცხოური ფინანსური წყაროებიდან შემოსდის, უწოდებენ აგენტს. რაში სჭირდება ეს კანონი ახლანდელ მთავრობას? სჭირდება იმაში, რომ ყველა ის ადამიანი და ორგანიზაცია, რომელთა ძირითადი შემოსავალი არ არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობის კონტროლზე და შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი ყველაფერზე და რაც მთავარია, პოლიტიკაზე, გააქროს და დაიმორჩილოს მათი აგენტებად გამოცხადებით. მორჩა. ახსნილია უკვე ამ კანონის რაობა. აღარ არის მეტი არაფერი საჭირო და მთელი მსოფლიოს ანალოგიურ კანონებთან დატოლება და შედარება. ქართულია, ქართული!!! საერთოდ არ არის საუბარი “ოფშორების კანონზე”, რომელიც რეალურად აგენტების კანონზე ბევრად უარესია. უფრო მეტიც, “აგენტების კანონი” დიდი ალბათობით “ოფშორების კანონის” გასატანად შექმნილი “კვამლია”. “ოფშორების კანონით” საქართველო უკვე იქცა რუსული “შავი ფულის” სარეცხ მანქანად. რატომ არის საშიში ეს კანონი? იმიტომ, რომ გაურკვეველი წარმომავლობის ოფშორული ფული შემოდის ქვეყანაში ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე. ვისაც გამჭვირვალობაზე აქვს პრეტენზია, ამ თანხების გამჭვირვალობაზე იდარდოს და არა ლეგიტიმურ დასავლურ ფინანსებზე. რითია საშიში “ჭუჭყიანი ფული”? იმით, რომ ეს არის კრიმინალების კუთვნილი ფული, რასაც თან მოჰყვება კრიმინალების ინტერესის გატარება ქვეყნის აბსოლუტურად ყველა სფეროში. ნურავის ექნება იმედი, რომ ამ ფულის თუნდაც მცირე ნაწილი მოხმარდება ქვეყნის ბიუჯეტსა და კეთილდღეობას. მხოლოდ კრიმინალურ კარტელთან დაახლოებული პირები მოითბობენ ხელს.
1. რუსული ინტერესების გამტარებელი მთავრობის მოშორება და დროებითი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. 2. ვის შეუძლია ამ მოთხოვნის იურიდიულად ჩამოყალიბება? მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი პარტიების ზეპარტიულ გაერთიანებას, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. 3. რატომ არის ეს იურიდიული დოკუმენტი საჭირო? იმიტომ, რომ ეს მისცემს ოფიციალურ ლეგიტიმაციას ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ქართველებს და დაიცავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკანონო დევნისაგან. 4. რა უნდა იყოს აღნიშნული დოკუმენტში? ა) რომ საქართველოს ე.წ. მთავრობა გასულია კონსტიტუციიდან და შესაბამისად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია; ბ) რომ კონსტიტუციიდან გასული, არალეგიტიმურად ცნობილი მთავრობის ბრძანებების შემსრულებელი ძალოვანი სტრუქტურები ავტომატურად ცხადდებიან არალეგიტიმურად და მათი ნებისმიერი მოქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაექვემდებარება სისხლის სამართლის უმკაცრეს პასუხისგებას; გ) საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს მიეცეთ ბრძანება შეასრულონ თავიანთი უზენაესი მოვალეობა და დაიცვან საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლე, ღირსება და მოქალაქეობრივი უფლებები; დ) რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ზეპარტიული გაერთიანება უზრუნველყოფს ს ჩატარებას დასავლელ მეთვალყურეთა მკაცრი ზედამხედველობის პირობებში.
ნუ მოიტყუებთ და მოატყუებინებთ თავს. ამ სიტუაციიდან წარმატებულად გამოსვლის სხვა რეალური პოლიტიკური გზა არ არსებობს.