მტკვარში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 2 საათზე მეტია მიმდინარეობს

ფოტო – მთავარი არხი
უკვე ორ საათზე მეტია მტკვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა წყალში ჯერჯერობით ვერც მანქანა და ვერც მასში მჯდომი ადამიანი (ან ადამიანები – მათი რაოდენობა უცნობია) იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილას არაერთი მაშველი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა 15 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
მთავარი არხი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ შესაძლოა ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ