მტკვარში გოგონას ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა

თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში გოგონას ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი 1-ელ აპრილს გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა, რომელიც მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონას ცხედარი მისმა ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.
რაც შეეხება 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 3 პირის ძებნა-შველის ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება, 1 პირი კი მაშველებმა მალევე ამოიყვანეს.
-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონეც შეამცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს