„მტკვარი ჰესის“ ყოფილმა დირექტორმა დატოვა „საქართველოს რკინიგზის“ გენდირექტორის პოსტი

სახელმწიფოს კუთვნილი სააქციო საზოგადოების მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცნობილი სამეწარმეო რეესტრში 7 მაისს ასახული ცვლილებებიდან გახდა.
· შეცვლილი დავით ფერაძე 2017 წლის 22 ნოემბრიდან იყო რკინიგზის გენერალური დირექტორი. მანამდე ამ პოსტს იკავებდა მამუკა ბახტაძე, რომელიც იმავე წლის 13 ნოემბერს ფინანსთა მინისტრად, 13 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
· „საქართველოს რკინიგზაში“ მისვლამდე კი დავით ფერაძე ს დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.
· კერძოდ, ის იყო ფონდის მიერ დაარსებული „მტკვარი ჰესის“ დირექტორი.
· „მტკვარი ჰესი“ ის ერთ-ერთი პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც, „კრიპტოვალუტების საქმის“ გარდა, პროკურატურას ბრალი აქვს წაყენებული ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტისთვის“, გიორგი ბაჩიაშვილისათვის. ბაჩიაშვილი ქვეყნიდან 2 მარტს გაიქცა.
უცნობია, არის თუ არა დავით ფერაძის შეცვლა კავშირში „მტკვარი ჰესის“ საქმის გამოძიებასთან.
პროკურატურის ბრალდების თანახმად „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ს „თანაინვესტირების ფონდში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე აცხადებდა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყეს და ბიუჯეტად $131 მილიონი განისაზღვრა და 2020 წლისთვის უნდა დაესრულებინათ, თუმცა ბიუჯეტი $235 მილიონამდე გაიზარდა და არ დაუსრულებიათ.
დავით ფერაძე „მტკვარი ჰესის“ გენერალური დირექტორი სწორედ 2014 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე იყო.
„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო 6 მაისს შეიკრიბა და ამ სხდომაზე განიხილა ფერაძის გაშვებისა და აბაშიძის დანიშვნის საკითხი.
სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:
· კონსტანტინე გუნცაძე (თავმჯდომარე)
· გიორგი კაკაურიძე (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
· გიორგი მუსხელიშვილი
· ვასილ ვაშაკიძე
· დავით სამხარაშვილი.
რადიო თავისუფლების მოპოვებული სხდომის ოქმის თანახმად, კონსტანტინე გუნცაძემ განაცხადა, რომ 6 მაისს მას დავით ფერაძემ მიმართა და გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლება ითხოვა და თავადვე წარადგინა ლაშა აბაშიძის კანდიდატურა.
ლაშა აბაშიძე 2013-14 წლებში პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, თბილისის ვიცე-მერი იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს