მსჯავრდებულების ოჯახის წევრები თბილისში აქციას მართავენ

პატიმრების ოჯახის წევრები “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს.
მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ არასწორია, როდესაც ერთი პატიმრის, ს გამო ხელისუფლება სხვა პატიმრებს სჩაგრავს.
ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ გეგმავს, ციხის კარი 3000-ზე მეტს პატიმარს გაუხსნას, 7000-მდე მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმციროს.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“. ახლა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ამნისტიის ინიციატივას პირველი მოსმენით იხილავენ.
მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტი დაბალანსებულია. ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
“სასჯელის 1/6-ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს. აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება – საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული