მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში. ახალი დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ 2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულებაში შევიდა.
„საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2025 წლის პირველ აპრილამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი“, – წერია დოკუმენტში
აღსანიშნავია, რომ განკარგულება ძალაში 2024 წლის პირველი სექტემბრიდანაა.
2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულების მიხედვით, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე მოქმედებდა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ