მსხვილი კორპორაციები საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ

მსხვილი კორპორაციები საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ
Microsoft, Amazon, Pfizer და რიგი სხვა კორპორაციები საფრანგეთში, რეკორდული, 15 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. ამის შესახებ ინცორმაციას sciencebusiness-ი ავრცელებს.
Microsoft-ი გამოყოფს 4 მილიარდ ევროს, რაც მისთვის რეკორდული ინვესტიციის მოცულობაა ქვეყანაში 41 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ თანხა საფრანგეთში ღრუბლოვანი სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება.
Amazon, თავის მხრივ, განახორციელებს 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიციას, რაც შექმნის 3000-მდე ახალ სამუშაო ადგილს.
ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთში 500 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს ქვეყნის კვლევისა და განვითარების სექტორის გასაფართოებლად.
სხვა კორპორაციები, რომლებიც აპირებენ ინვესტირებას საფრანგეთში: AbbVie, AstraZeneca, GSK, IBM, Kia Morgan Stanley და Procter & Gamble.