მსხვილი კორპორაციები საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ

მსხვილი კორპორაციები საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ
Microsoft, Amazon, Pfizer და რიგი სხვა კორპორაციები საფრანგეთში, რეკორდული, 15 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. ამის შესახებ ინცორმაციას sciencebusiness-ი ავრცელებს.
Microsoft-ი გამოყოფს 4 მილიარდ ევროს, რაც მისთვის რეკორდული ინვესტიციის მოცულობაა ქვეყანაში 41 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ თანხა საფრანგეთში ღრუბლოვანი სერვისებისა და ს ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება.
Amazon, თავის მხრივ, განახორციელებს 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიციას, რაც შექმნის 3000-მდე ახალ სამუშაო ადგილს.
ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთში 500 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს ქვეყნის კვლევისა და განვითარების სექტორის გასაფართოებლად.
სხვა კორპორაციები, რომლებიც აპირებენ ინვესტირებას საფრანგეთში: AbbVie, AstraZeneca, GSK, IBM, Kia Morgan Stanley და Procter & Gamble.