კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 25 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით პეჩერის რაიონში დანგრეულია 22-სართულიანი სახლის ნაწილი მეოთხედან მეშვიდე სართულის ჩათვლით. გაჩნდა ხანძარიც. მაშველებმა მობინადრეების ევაკუაცია განახორციელეს. მრავალსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა დნეპრის რაიონშიც.
კიევის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
მსხვერპლია კიევის ოლქშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბელოცერკოვსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 14 წლის გოგო. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.
ფორუმი




