მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა ზე ს ჯარების მორიგ შეტევას

დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ოდესის ოლქის ენერგოობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს დილით გავრცელებული ცნობებით, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი. ხანძრები გაჩნდა ორ კერძო სახლში და ადმინისტრაციულ შენობაში. დაზიანებულია კიდევ ოთხი კერძო სახლი. პორტში მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა მცენარეული ზეთისა და ხის მასალების კონტეინერები.
ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათეულობით ათას აბონენტს.
ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკის მერის ინფორმაციით, ქალაქში ელექტროენერგია სრულად გაითიშა. დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
გასულ ღამით დრონებით და ავიაბომბებით დარტყმა იყო უკრაინის სუმის ოლქზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაიჭრა და დაინგრა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 9 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 8 ოქტომბრის საღამოდან ს ჯარებმა ს შეუტიეს 112 უპილოტო საფრენი აპარატით.
სარდლობის თანახმად, 9 ოქტომბრის დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია რუსული 87 დრონის ჩამოგდება და 22-ით პირდაპირი დარტყმა 12 ადგილზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა