მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელსაც ს ჯარებმა გასულ ღამით ისევ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა ორსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დრონებით ექვსი დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზე. დაზიანებულია 30-მდე მრავალსართულიანი სახლიც.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
გასულ ღამით, რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის დედაქალაქ კიევსაც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ცნობით, ს ბროვარის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა. ორ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ათი ავტომობილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ