მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევას

უკრაინაზე ს დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები იყო ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კრივოი-როგსა და რამდენიმე რაიონზე.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, კრივოი-როგში დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი და 20-ზე მეტი სახლი. დაიჭრა 1 ადამიანი. სარაკეტო შეტევის შედეგად კერძო სახლი დაინგრა ლოზოვატის თემში. დაიღუპა 62 წლის ქალი.
ქალაქ ნოვომოსკოვსკში დაზიანებულია 3 ადმინისტრაციული შენობა და 5-სართულიანი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებები იყო ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები. დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი.
რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო უკრაინის 6 ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა და 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან(Ту-95МС) და ავიაგამანადგურებლებიდან(МиГ-31К).

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს