უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხარკოვზე დრონებით მასირებული შეტევა 11 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყო და ნგრევა და ხანძრები გამოიწვია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თანახმად, რუსეთის ჯარებმა „შაჰედის“ ტიპის 17 დრონით დაარტყეს ხარკოვის სლობოდსკის და ოსნოვიანსკის რაიონებს, სადაც დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, საწარმოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ტროლეიბუსების დეპო და სხვა ინფრასტრუქტურა.
ფორუმი
