მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

ს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
დაღუპულის ცხედარი მაშველებმა აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც დრონებით შეტევის შემდეგ გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. ს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, ბუჩის რაიონში დაზიანებულია ათამდე კერძო და მრავალბინიანი სახლი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი მოხვდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინას, ამიტომ არავინ დაღუპულა. დაზიანებულია სხვა სართულიც. დაშავდა ორი ადამიანი.