მსხვერპლი მოჰყვა ზე დრონებით და რაკეტებით მორიგ შეტევას

დღეს, 19 სექტემბერს, რუსეთმა ზე რაკეტებით და დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. ზაპოროჟიეს რაიონის ორ დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია კერძო სახლები. სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა სუმის ოლქში.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს სამი საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით. საჰაერო ძალების თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 42 უპილოტო საფრენი აპარატიც.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ყველა დრონი და ერთი რაკეტა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა ევროპის ფრონტის წინა ხაზია და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს – თუკი ევროკავშირი ამბობს, რომ წინა ხაზია, კეთილი ინებოს, ჩაჯდეს სანგრებში და იომოს მხარდამხარ

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის