მსხვერპლი მოჰყვა ლიბანის ქრისტიანებით დასახლებულ არეალში შიიტურ სოფელზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას

ისრაელის ავიაციამ ლიბანის შიიტურ დასახლებულ პუნქტს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქრისტიანებით დასახლებულ კესერვანის რაიონში, სოფელ მააისრაში, სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, იტყობინება ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო.
ადრე ლიბანის უშიშროების სამსახურებმა AFP-ს აცნობეს, რომ დარტყმა საცხოვრებელ სახლს მიაყენეს.
ბოლო დღეებში ს არმიასა და ჰეზბოლას რაზმებს შორის მიმდინარე საომარი დაპირისპირებისას, ეს ამ რეგიონზე განხორციელებული პირველი თავდასხმა იყო. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათ ინტენსიური ცეცხლი დაუშინეს ლიბანის სამხრეთსა და ბეკაას ველის აღმოსავლეთ ნაწილს.
ამავე ცნობით, ჰეზბოლამ თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ქალაქს მისწვდა.
ისრაელის არმიის თანახმად, მისი სამიზნეები ჰეზბოლას ობიექტები და იარაღის საწყობებია. არმია იტყობინება, რომ ლიბანიდან გასროლილი 40 ჭურვი ჩამოვარდა ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონში, რის შედეგადაც ამოქმედდა განგაშის სისტემა.
სამხედროების თქმით, რამდენიმე ჭურვი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ გადაიტაცა.
ლიბანის ხელისუფლებამ 24 სექტემბერს განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, სულ მცირე, 558 ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა