მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ზე ს დღევანდელ მასირებულ შეტევას, რომლის გამოც საჰაერო განგაში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით მომარაგების სისტემა. სულ ცოტა 8 ადამიანი დაშავდა კიევში, სადაც ხანძარი გაჩნდა ორ მრავალბინიან კორპუსში. მერიის ცნობით, ს ნაწილი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა, რადგან დაზიანებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხარკოვის და ჩერკასის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ დედაქალაქის თავზე 20-მდე რაკეტა მოიგერიეს.
თავდასხმის გამო საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ