მსყიდველობითი უნარის (მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP-ის მიხედვით), რეიტინგში საქართველო 76-ე ადგილს იკავებს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ინფორმაციით, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი, 2022 წელს საქართველოში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 17 034 დოლარს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეიტინგში 86-ე ადგილზეა აზერბაიჯანი – 15 044 დოლარი, 79-ზე – სომხეთი – 16 041 დოლარი, 56-ზე – რუსეთი – 27 584 დოლარი, 50-ზე – თურქეთი – 32 997 დოლარი.
10 ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, ყველაზე მაღალია:
ლუქსემბურგი – 115 542 დოლარი
ირლანდია – 113 871 დოლარი
სინგაპური – 108 036 დოლარი
კატარი – 97 096 დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 74 299 დოლარი
შვეიცარია – 70 999 დოლარი
ნორვეგია – 67 462 დოლარი
აშშ – 64 703 დოლარი
დანია – 59 704 დოლარი
ბრუნეი – 58 669 დოლარი
ცნობისთვის, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (Purchasing Power Parity (PPP)) არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. კერძოდ, რადგან ერთი და იგივე მოცულობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს და ფასები უფრო მაღალი მდიდარ ქვეყნებშია, ღარიბ ქვეყნებში ფულს მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტს ძირითადად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლიან. ამის მიზანი კი, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შედარებაა.
წყარო: bpn.ge