“მსურს ჩემი გუნდი კონტემ გაწვრთნას” – დე ლაურენტისის ქალიშვილმა “ნაპოლის” ფანს სოციალურ ქსელში უპასუხა [PHOTO]

გადაწყვეტილი ამბავია, რომ “ნაპოლი” სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელს ფრანჩესკო კალცონას დაემშვიდობება.
იტალიური პრესა აქტიურად იწყება, რომ კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ მისი გუნდი ანტონიო კონტემ გაწვრთნას.
“ნაპოლის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აურელიოს ქალიშვილსა და “პარტენოპეის” მენეჯერს, ვალენტინა დე ლაურენტისს “ინსტაგრამზე” მიწერა, რომ კონტე ყველაფრის ფასად დაითანხმონ.
“ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული”, – უპასუხა დე ლაურენტისმა ქომაგს.