UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Combat Cross Southern-თან თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მერაბი ამბობს, ის ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას მიმდინარე წლის აპრილში ან ივნისში ჩაატარებს.
“უმარ ნორმაგომედოვმა მარცხს უამრავი გამართლება მოუძებნა, ეს მარტივი გზაა. ვფიქრობ, უმჯობესია, თავის შეცდომებზე ისწავლოს და უკეთესი გახდეს. ამ რეკომენდაციას მას პატივისცემით მივცემდი. მე ქამარი შევინარჩუნე და ახლა უფრო მონდომებული და მოტოვირებული ვარ.
ჩემი და UFC-ს გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. მსურს, მომდევნო შეხვედრა შონ ო’მალისთან ან პიტერ იანთან ჩავატარო. ბრძოლას აპრილში ან ივნისში გავმართავ. კონტრაქტს ველოდები და რასაც UFC გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. მზად ვარ, გულშემატკივრებს ისევ კარგი შეხვედრა ვაჩვენო,” – განაცხადა დვალიშვილმა.
წყარო: rusTavi 2
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/br_w_h-VJpxuB-300x169.jpeg)