“მსურს დავაფიქსირო ჩემი ხმა. არა „რუსულ“ კანონს“ – ნიკოლოზ რაჭველი

“მსურს დავაფიქსირო ჩემი ხმა. არა „რუსულ“ კანონს“ –
ნიკოლოზ რაჭველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაერთხელ გააკეთა კომენტარი.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის აზრი რუსულ კანონთან დაკავშირებით:

„ერთ-ერთი ისტორიული მნიშვნელობის დილა თენდება!!! ვეტოს გადალახვის დღე!!!

კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო ჩემი, როგორც უბრალოდ რიგითი მოქალაქის და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და გაეროს იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ხმა: არა „რუსულ“ კანონს და არა ოკუპანტის რეჟიმს ჩემს უძვირფასეს სამშობლოში!!!

დიდება დამოუკიდებელ საქართველოს, თავისუფალ, პრო-ევროპულ და პრო-დასავლურ კურსს!!!

წარმატება დემოკრატიას, პლურალიზმს და საამაყო ევროპულ მომავალს!!! ნიკოლოზ რაჭველი ბოროტებასთან სიკეთის ბრძოლის ეპიცენტრიდან – უკრაინიდან!!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ასევე დაგაინტერესებთ