მსურველი ორი გერმანული სუპერ შემტევი გუნდია – მიქაუტაძეს კარიერის გაგრძელება ბუნდესლიგაში სურს

თურქი ჟურნალისტის მეჰმეტ დემირკოლის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის დამატებით ყველაზე სერიოზულად “გალათასარაია” დაინტერესებული და ოფიციალურ შეთავაზებებსაც აკეთებს, მაგრამ თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ტოპ 5 ლიგაში სურს.
ზემოთ აღნიშნილი წყაროს ცნობით, ქართველის მიმართ ინტერესი ორ გერმანულ სუპერ შემტევ გუნდებს “დორტმუნდსა” და “ლევერკუზენს” აქვთ და თავად ჩვენებურსაც კარიერის გაგრძელება ბუნდესლიგაში სურს.
დიდია ალბათობა იმისა, რომ “ლიონი” გიორგის ზამთარში აუცილებლად გაყიდის, რადგან ფინანსური პრობლემები აქვს. მიქაუტაძე გერმანული გუნდების ოფიციალურ წინადადებას ელოდება და “გალათასარაისთან” დათანხმებას ჯერჯერობით არ აპირებს.