„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ

ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც „მსურველთა კოალიციაში“ არიან გაერთიანებული, მზად არიან უკრაინას შესთავაზონ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისცემენ.
ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც 3 სექტემბერს პარიზში მიიღო უკრაინის პრეზიდენტი .
მაკრონის ინფორმაციით, უმკაცრესად კონფიდენციალური გარანტიების მომზადება თავდაცვის მინისტრების დონეზე უკვე დასრულებულია და დარჩენილია პოლიტიკური მხარდაჭერა.
უსაფრთხოების გარანტიებს დღეს, 4 სექტემბერს პარიზში განიხილავენ „მსურველთა კოალიციის“ 30-მდე ქვეყნის ლიდერები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკიც. მან პრეზიდენტ მაკრონს მადლობა გადაუხადა უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ საფრანგეთს პრეზიდენტთან განიხილა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მოსამზადებელი სამუშაოები და უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების საკითხები.
უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ჩავიდა დანიიდან, სადაც 3 სექტემბერს შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს და მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერთა სამიტში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია