„მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს დაგეგმილია უკრაინაში სხვადახვა ქვეყნების სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებული ოპერატიული გეგმების განხილვა.
შეხვედრას, სავარაუდოდ, დაახლოებით 30 თავდაცვის მინისტრი დაესწრება, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები, ჯონ ჰილი და სებასტიან ლეკორნიუ უხელმძღვანელებენ.
გამოცემა წერს, რომ ჯონ ჰილი შეხვედრის დროს დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ჩაყენებას მისი სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!